Loading data...
ტუსკი რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე: ბოროტება ვერ გაიმარჯვებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე განაცხადა, რომ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ტუსკმა ეს განცხადება უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობის შემდეგ გააკეთა, ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი კი კიევში პირადად ჩავიდა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიიდან ოთხი წელი გავიდა. „მსურველთა კოალიცია“ ერთხმად ამბობს: უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს“, - წერს ტუსკი.