Loading data...
ტუსკი: პოლონეთი დონბასის რუსეთის ნაწილად აღიარებას არ აპირებს

პოლონეთი არ აპირებს დონბასის რუსეთის ნაწილად აღიარებას, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსული მედია იუწყებოდა, რომ აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დროს რუსეთმა, სავარაუდოდ, ომის დასრულების ახალი პირობა წამოაყენა: დონბასის რუსეთის ტერიტორიად საერთაშორისოდ აღიარება.

როგორც მედია წერს, ახლა, მშვიდობის დასამყარებლად, რუსეთი მოითხოვს არა მხოლოდ დონბასის დათმობას, არამედ მის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას „ყველა ქვეყნის“ მიერ, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, კომენტარი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

„მაშინაც კი, თუ ვინმე ჩვენს ტერიტორიებს რუსულად აღიარებს, ეს მათ ვერაფერს მისცემთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.