ტუსკი: პოლონეთი დაეხმარება უნგრეთს, დაუბრუნდეს ჩვეულ ევროპულ ცხოვრებას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ უნგრეთს დაეხმარება, ჩვეულ ევროპულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ცვლილებას გამოეხმაურა.
„უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკვე სთხოვა პოლონეთს, დაეხმაროს უნგრეთს, რომ ყოველდღიურ ევროპულ ცხოვრებას სრულად დაუბრუნდეს, არა მხოლოდ ამ რთულ დროს, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, არამედ დღესაც. რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს უნგრელ მეგობრებს ამ უდავოდ რთულ პროცესში“, - განაცხადა ტუსკმა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარისა და მისი პარტიის - „ტისას“ გამარჯვება უნგრეთისა და ევროპისთვის „ახალი ეპოქის“ დასაწყისია.
„შეგვიძლია, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი იმ პროგრესის მიმართ, რომლის მიღწევაც შეგვიძლია დეკემბერში დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხთან დაკავშირებით. ეს ძალიან დადებითია როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი საიმედოობისთვის. ეს ძალიან კარგი ამბავია“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.