ტუსკი: მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია - ნატომ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა აღიქვას
პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი, სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია, ნატოში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად აღქმა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მედვედევის განცხადება ნატომ სერიოზულად უნდა მიიღოს.
„პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახლა რუმინეთი. სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია. გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია. ნატოში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად აღქმა“, - წერს პოლონეთის პრემიერი.
Poland, Baltic states, now Romania. More and more Russian provocations. Yesterday the former president @MedvedevRussiaE said that the peaceful sleep of the EU citizens is over. Everyone in NATO should finally start taking these facts and words seriously.
— Donald Tusk (@donaldtusk) May 30, 2026