1780063083
უცხოეთი
მედვედევი: ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ - მშვიდი ძილი დასრულდა
ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენმა ხელისუფლებებმა ცალმხრივად შეიყვანეს თქვენი ქვეყნები რუსეთთან ომში. ამიტომ იყავით ფრთხილად და არაფერმა გაგაკვირვოთ. მშვიდი ძილი დასრულდა. თქვენ იცით ვისაც უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ!“- წერს მედვედევი.
Citizens of EU countries, You should realize your authorities have unilaterally entered into a war with Russia. So be vigilant and don't be surprised by anything. The peaceful sleep is over. But you know who to ask why!
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) May 29, 2026