Loading data...
ტუსკი: მაქვს საფუძველი, მათ შორის მოკავშირეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიფიქრო, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ომის ესკალაცია მოხდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მოკავშირეებისგან მიღებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციაა მოსალოდნელი.

„მაქვს საფუძველი, მათ შორის მოკავშირეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიფიქრო, რომ მომავალ დღეებში სტაბილიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. პირიქით, შეიძლება ესკალაცია მოხდეს. მთავრობა ელოდება სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას საწვავის ბაზარზე“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას.