ტუსკი: ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხაზი გაუსვა ევროპის მიერ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან.
„პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ თეთრ სახლში და ევროპელ ლიდერებთან ერთი რამ აბსოლუტურად ნათელი გახდა: ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - დაწერა ტუსკმა X-ზე.
After President Zelenskyy’s talks yesterday in the White House and with European leaders, one thing is absolutely clear: Europe’s solidarity with Ukraine against Russia’s aggression is today more important than ever before.
— Donald Tusk (@donaldtusk) October 18, 2025