ტუსკი აცხადებს, რომ დანიას შეუძლია გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროპული სოლიდარობის იმედი ჰქონდეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დანიას შეუძლია გრენლანდიასთან დაკავშირებით მთელი ევროპის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს, თუმცა აღნიშნა, რომ ნატოს ბედი საფრთხის ქვეშაა.
კერძოდ, ტუსკმა გაიმეორა დანიის განცხადება, რომ აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა დანიის ტერიტორიაზე ნატოსთვის კატასტროფული იქნება.
„არცერთმა წევრმა არ უნდა შეუტიოს, ან დაემუქროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სხვა წევრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო დაკარგავს თავის მნიშვნელობას, თუ ალიანსის შიგნით კონფლიქტი, ან ორმხრივი კონფლიქტები წარმოიშობა“, - განაცხადა ტუსკმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ თუ ნატოს ერთი წევრი მეორეს თავს დაესხმება, ალიანსის არსებობა დამთავრდება.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს ვენესუელაში აშშ-ის ქმედებების შესახებ ჟურნალ The Atlantic-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გრენლანდიის კონტროლის სურვილი.