ტუსკი: არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა აწარმოოს ზელენსკიზე ზეწოლა ტერიტორიული დათმობების საკითხზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა მოკავშირეებს, ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე და არა უკრაინაზე, რათა ომი დასრულდეს და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი აიძულონ საბოლოოდ დაამყაროს მშვიდობა.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერც ერთი დასავლელი ლიდერი ვერ მოახდენს ზელენსკიზე ზეწოლას და ვერ მოითხოვს მისგან რუსებისთვის ტერიტორიული დათმობების მოთხოვნას.
„არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოახდინოს ზელენსკიზე ზეწოლა ტერიტორიული დათმობების საკითხზე. ყველამ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეაჩეროს აგრესია. დამშვიდება არასდროს ყოფილა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზა“, - წერს ის.
None of us should put pressure on Zelenskyy when it comes to territorial concessions. We should all put pressure on Russia to stop its aggression. Appeasement never was a road to a just and lasting peace.
— Donald Tusk (@donaldtusk) October 19, 2025