Loading data...
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი ოთხივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თურქეთის მალათიის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ოთხივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 

სამინისტრომ აღნიშნა, რომ S-70 ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

„მალათიაში ჩვენი S-70 ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, რომლის მიზეზიც ჯერ კიდევ უცნობია, ვერტმფრენში მყოფი ოთხი გმირი თანამებრძოლი დაიღუპა. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი მოწამეები. ვუსამძიმრებთ და ვლოცულობთ მათი მგლოვიარე ოჯახების და თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ვლოცულობთ, ღმერთმა ჩვენი კეთილშობილი ერი გააძლიეროს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ჯგუფები, ხოლო მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ოფიციალური გამოძიება.