თურქეთმა და კატარმა ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, სტამბოლში, თურქეთის ლიდერისა და კატარის ემირის შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვედრის ფარგლებში, თურქეთმა და კატარმა ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას სპარსეთის ყურის რეგიონში ომის განახლების თავიდან ასაცილებლად, დიალოგისთვის საფუძვლის შესაქმნელად და მშვიდობის მისაღწევად“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც თავდაცვის სფეროში გაფორმებული შეთანხმების დეტალები დაკონკრეტებული არ არის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთი და კატარი მუშაობენ ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარებასა და დივერსიფიკაციაზე, ხოლო თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში კვლავაც გაიზრდება.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და კატარს შორის დღეს ხელმოწერილი ურთიერთდაცვის შეთანხმება ჩვენს ძმობას კიდევ ერთ განზომილებას შესძენს“, - ნათქვამია მასში.
ცნობისთვის, აგვისტოში თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ერთ მხარეზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად განიხილება.