Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5934 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5935 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8649 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8793 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0515 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 ნოემბერს შევა ძალაში.