1795687900
უცხოეთი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ლიბიაში რუსულ გემებზე უკრაინის თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში რუსულ გემებზე უკრაინის იერიშებს განცხადებით გამოეხმაურნენ.
„საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნეიტრალური სახელმწიფოს წყლებში მტრული მოქმედებების განხორციელება უკანონოა“, - ციტირებს Reuters-ი თურქეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც მან ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ინფორმაციისთვის, 22 ნოემბერს უკრაინულმა ძალებმა ლიბიის პორტ ბენღაზისთან რუსულ გემებზე იერიში მიიტანეს. აღნიშნული დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც უცხოურმა მედიამ აღნიშნა, ეს 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომისას მორიგი ინციდენტია, რომელიც საომარი მოქმედებების ძირითად ზონის მიღმა განხორციელდა.