Loading data...
თურქეთი მომავალ წელს მთვარეზე აპარატის გაშვებას აპირებს

თურქეთი გეგმავს, რომ მე-9 ქვეყანა გახდეს, რომელიც მთვარის მისიას განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმეთ ფატიჰ ქაჯირმა განაცხადა. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.

აპარატი მთვარეზე 2 თვის შემდეგ მიფრინდება, რის შემდეგაც მთვარის პოლარულ ორბიტაზე გავა, რომელიც დედამიწის თანამგზავრიდან 100 კმ-ში მდებარეობს. ამ ორბიტაზე ის მინიმუმ სამი თვის განმავლობაში დარჩება და სამეცნიერო კვლევებს ჩაატარებს.

ორბიტაზე მისიის დასრულების შემდეგ, აპარატი მთვარის ზედაპირზე მართვადი დამუხრუჭებით იქნება გაშვებული. ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია თურქეთში წარმოებული ძრავის ჰიბრიდული დანადგარი.