Loading data...
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტემპერატურის მატების ფონზე ტყის ხანძარს ებრძვიან. იზმირის პროვინციაში ხანძრის 16 კერა დაფიქსირდა.

სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის გამო, სიფრთხილის მიზნით, სელჩუკ-კუშადასის გზა დაკეტილია.

სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.