1753608463
უცხოეთი
თურქეთში სიცხის ახალი რეკორდი დაფიქსირდა - ტყის ხანძრები მძვინვარებს

თურქეთში, მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ანტალიის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა და ქალაქ ბურსას საცხოვრებელ უბნებს მიაღწია. რამდენიმე ათასი ადამიანი ევაკუირებულია.
თურქეთის გარემოს სამინისტროს ინფორმაციით, მეტეოროლოგებმა სილოპიში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა +50,5C დააფიქსირეს. სილოპი თურქეთის ერაყთან და სირიასთან საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.
ხანძრები, ასევე, დაფიქსირდა ქარაბუქის, უშაკის და ქაჰრამანმარაშის პროვინციებში. ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება.
თურქეთის ხელისუფლებამ ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავები, სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ძალები გამოიყვანა. მაშველებს შორის არის მსხვერპლი, 10 ადამიანი დაიღუპა.