Loading data...
თურქეთში სასწავლო ფრენის დროს F-16 ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

თურქეთში სასწავლო ფრენის დროს F-16 ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო X-ზე წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის საჰაერო ძალების F-16 გამანადგურებელი იალოვაში სასწავლო მისიის დროს ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებენ.