თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური ტელეკომპანიის, Halk TV-ის რედაქციაში ჩხრეკა ჩაატარა
თურქეთში ოპოზიციური ტელეკომპანიის, Halk TV-ის რედაქციაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. არხის მაუწყებლობა შეწყდა და იქ გარე მმართველობა დაინიშნა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ტელეკომპანიის ჟურნალისტთა ცნობით, დილით ადრე მათ შენობაში ტერორიზმთან, ორგანიზებულ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ქვედანაყოფის თანამშრომლები მივიდნენ. არხის თანამშრომლები შენობაში არ შეუშვეს.
არხის დროებით მმართველად ქვეყნის საბანკო ანაბრების დაზღვევის ფონდი დაინიშნა, რომლის ხელში Halk TV-ის მაუწყებლობა გადავა.
პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, ჯაფერ მაჰიროღლუს წინააღმდეგ საქმის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მექრთამეობაში, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. პროკურატურამ 17 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, რომელთა შორის 11 უკვე დაკავებულია.