Loading data...
თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. 

როგორც თურქული მედია იტყობინება, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა. 

თურქული მედია შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.