1757783904
უცხოეთი
თურქეთში კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს - Politico

თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთი რაიონის, ბაირამფასას მერი მექრთამეობისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, პოლიციამ 13 სექტემბერს დილის საათებში რეიდი 72 ადგილზე ჩაატარა, ამოიღო გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტები და 48 პირი დააკავა.
პოლიტიკოსმა დაკავების ფაქტი X-ზე დაადასტურა და მის წინააღმდეგ გამოძიებას „უსაფუძვლო პოლიტიკური ოპერაცია“ უწოდა.