1791729670
უცხოეთი
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში შეტყობინება ავარიის შესახებ ადგილობრივი დროით 11:11 საათზე შევიდა. ავტობუსში 34 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.
ადგილზე საგანგებო სამსახურებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობდნენ. დაშავებული მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ფაქტზე გამოძიება მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.