1766560465
უცხოეთი
თურქეთში ავიაკატასტროფაში ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი დაიღუპა
თურქეთის დედაქალაქ ანკარას მახლობლად ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომელშიც ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი, მოჰამედ ალ-ჰადადი და კიდევ ოთხი სამხედრო მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ამის შესახებ Deutche welle იუწყება.
თვითმფრინავი ანკარას აეროპორტიდან აფრინდა და მასთან კავშირი აფრენიდან დაახლოებით 40 წთ-ში გაწყდა. ბიზნეს-ჯეტის ნამსხვრევები სოფელ კესიკავაკის მახლობლად აღმოაჩინეს.
ლიბიის პრემიერ-მინისტრმა, აბდელ ჰამიდ დბეიბამ მომხდარს „ტრაგედია“ და ლიბიისთვის „დიდი დანაკარგი“ უწოდა.