1761745027
უცხოეთი
თურქეთში 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი - Euronews
თურქეთში 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში ოჯახის 5 წევრია მოყოლილი. ინციდენტი დღეს, 29 ოქტომბერს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ გებზეში მოხდა. ინფორმაციაზე Euronews მუშაობს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერჯერობით დაუდასტურებელია კავშირი თურქეთში 27 ოქტომბერს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასა და შენობის ჩამონგრევას შორის.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი მუშაობს. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს, ნანგრევების ქვეშ ერთი ოჯახის 5 წევრი - 43 წლის მამაკაცი, 37 წლის ქალი და მათი სამი შვილია მოყოლილი.
მაშველებმა ვერ შეძლეს შენობაში მყოფი კიდევ ერთი პირის, 12 წლის მოზარდის გადარჩენა.
გებზეს მერის თქმით, ინციდენტი შესაძლოა კავშირში იყოს ახლომდებარე მეტროსადგურის მშენებლობასთან.