თურქეთში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა - დაშავდა 22 ადამიანი
27 ოქტომბერს, გვიან ღამით დასავლეთ თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი შენობა ჩამოინგრა, რომლებიც წინა მიწისძვრის დროს დაზიანდა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბალიქესირის პროვინციის ქალაქ სინდირგიში იყო.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:48 საათზე 5.99 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში: ბურსაში, მანისასა და იზმირში.
შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას თქმით, სინდირგიში სულ მცირე სამი ცარიელი შენობა და ორსართულიანი მაღაზია ჩამოინგრა. ეს შენობები წინა მიწისძვრის დროს უკვე დაზიანებული იყო.
ბალიქესირის გუბერნატორის ისმაილ უსტაოღლუს თქმით, სულ 22 ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბევრმა ადამიანმა ქუჩაში დარჩენა ამჯობინა, რადგან სახლში დაბრუნების ეშინოდათ. მეჩეთები, სკოლები და სპორტული დარბაზები მზად იყვნენ, თავშესაფარი მიეცათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლებში დაბრუნება არ სურდათ.