1761597967
უცხოეთი
თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დასავლეთ თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა.
ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.