Loading data...
თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

„რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა“, - ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალურ გვერდზე გავრცელდა.

ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარების საკითხები განიხილეს.

საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობა დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს, თურქეთი კი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დაიშურებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინა-რუსეთის ომზეც და იმედი გამოთქვა, რომ გააქტიურებული დიპლომატიური ნაბიჯები დადებით შედეგს გამოიღებს.

ამასთან, ერდოღანმა დონალდ ტრამპს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) სამიტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.