Loading data...
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი სამხედრო ძალებს სირიასა და ერაყში საზღვრების სრულ დაცვამდე შეინარჩუნებს

„თურქეთი სირიაში და ერაყში საკუთარ სამხედრო ძალებს იქამდე შეინარჩუნებს, ვიდრე ორ მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების უსაფრთხოება სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი“, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ერაყსა და სირიაში. როდესაც შევაფასებთ, რომ რეგიონული და სასაზღვრო უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელი პირობები შესრულებულია, ჩვენი ბაზების სტატუსი და რეგიონში ჩვენი ყოფნა გადაიხედება“, - განუცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გამოცემა AFP-ს.