Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9127 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9128 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0524 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 ოქტომბერს შევა ძალაში.