Loading data...
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოვარდა

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში 19 დეკემბერს ჩამოვარდნილი დრონი რუსული სადაზვერვო დრონი აღმოჩნდა.  

წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილი თვითმფრინავი რუსული წარმოების Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონია. 

მედიის ცნობით, დრონი სტამბოლის აღმოსავლეთით, კოჯაელის პროვინციაში ჩამოვარდა. ამ პროვინციიდან უკრაინის ტერიტორიის უახლოეს წერტილებამდე, მათ შორის ყირიმის სანაპირომდე, მანძილი 450 კმ-ზე მეტია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.