1767876856
უცხოეთი
თურქეთის სანაპიროსთან დრონის იერიშის შედეგად ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა
პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, დრონით იერიში განხორციელდა, რის შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ vedomosti.ru იუწყება.
თურქული მედიის ცნობით, ეს არის ტანკერი Elbus. შეტევა აბანას რაიონიდან 30 მილში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტანკერის ეკიპაჟს შორის არავინ დაშავებულა. ამჟამად დაზიანებული ტანკერის ბუქსირება ხდება ინებოლუს პორტში.
ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა დრონი, ამ დროისთვის არ გავრცელებულა.