Loading data...
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობისთვის.

სამინისტროს ცნობით, ფიდანმა ხაზი გაუსვა ომის რისკებს როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე, საერთაშორისო წესრიგისთვის და მინისტრებმა, ასევე, განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.

საუბრისას მან განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჩაატაროს.