1751648640
უცხოეთი
თურქეთის პრეზიდენტი: ნეთანიაჰუს მთავრობა ჩვენს რეგიონში სისხლის ღვრას იწვევს

ისრაელის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში სულ უფრო აგრესიული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ არც პალესტინის საქმის მიტოვება შეგვიძლია და არც დუმილის შენარჩუნება, რადგან ნეთანიაჰუს მთავრობა ჩვენს რეგიონში სისხლის ღვრას იწვევს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანმა ავღანეთთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ უსაფრთხოებას, მშვიდობას და ავღანეთში ხალხის განვითარებას“.