Loading data...
თურქეთის ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის უნივერსიტეტის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს

თურქეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პარლამენტის წევრმა ნამიკ თანმა ეჭვქვეშ დააყენა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანის უნივერსიტეტის დიპლომის ნამდვილობა. იტყიბენება Turkish Minute.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 1997 წელს აშშ-ის მერილენდის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის დიპლომი პოლიტოლოგიისა და ადმინისტრაციული საქმეების სპეციალობით, სადაც იგი არმიაში სამსახურის პარალელურად სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიდანმა სამი წელი ისწავლა და არა ოთხი, როგორც ამას თურქეთის კანონმდებლობა მოითხოვს, 1998 წელს მას ბაკალავრის დიპლომი მაინც მისცეს.

ტანის თქმით, ფიდანმა მაგისტრატურაზე სწავლა 1997 წელს დაიწყო, სანამ თურქეთის ხელისუფლება მის ბაკალავრის ხარისხს დაადასტურებდა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა მისი ბაკალავრის დიპლომის ლეგიტიმურობა.

CHP-ის პარლამენტის წევრმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, გამოაქვეყნოს მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ინციდენტს „საზოგადოების ნდობისა და კანონის უზენაესობის საკითხი“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წამყვანი პოლიტიკოსების საგანმანათლებლო წარმომავლობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.