Loading data...
თურქეთი უარყოფს ისრაელის მხარის მტკიცებას, რომ სირიაში ჯარების გაგზავნას გეგმავდა

თურქეთი უარყოფს ისრაელის ბრალდებებს, რომ სირიაში, აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე ჯარების გაგზავნას გეგმავდა, რის გამოც ისრაელმა ბაზა დაბომბა.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ წამოყენებული უსაფუძვლო ბრალდებები მიზნად ისახავს ისრაელის მიერ სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო საჰაერო დარტყმების ლეგიტიმაციას“, - ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.