Loading data...
თურქეთი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს მიერ სირიაში დაგებულ „ხაფანგში არ გაებმება“

თურქეთი ისრაელის მიერ დაგებულ „ხაფანგში არ გაებმება“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ავიაბაზაზე იერიში მიიტანა და განაცხადა, რომ ადგილზე თურქეთის სამხედრო დელეგაცია იმყოფებოდა.

„ჩვენ საკმარისად გამოცდილები ვართ, რომ არ გავებათ ისეთი ფიგურების ხაფანგში, როგორიც [პრემიერ-მინისტრი] ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბურაჰანეთინ დურანმა.

როგორც Times of Israel-ი წერს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასაად ალ-შაიბანიმ დაადასტურა, რომ თურქი სამხედრო ოფიცრები იმყოფებოდნენ ავიაბაზაზე, თუმცა უარყო, რომ იქ თურქეთის სამხედრო ძალების განთავსება იგეგმებოდა.

ცნობისთვის, თურქეთმა უარყო ინფორმაცია, რომ მისმა სამხედრო დელეგაციამ ავიაბაზა მოინახულა.