Loading data...
ტუნისში ყოფილ პრეზიდენტს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტუნისის ყოფილ პრეზიდენტს მონსეფ მარზუკის დაუსწრებლად 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ Deutche welle იუწყება.

მარზუკი ტუნისის დღევანდელი ლიდერის, კაის საიდის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს. სასამართლომ ის სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ ქმედებებში დამნაშავედ ცნო.

მარზუკი, ამჟამად, პარიზში იმყოფება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ მალე სწორედ, იმ მოსამართლეებს გაასამართლებენ, რომლებმაც მას პატიმრობა მიუსაჯეს.

„თქვენი განაჩენები არ იმოქმედებს. მალე თქვენ გაგასამართლებენ. დემოკრატია დაბრუნდება“, - განაცხადა ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მონსეფ მარზუკი ტუნისის პრეზიდენტი 2011-2014 წლებში იყო. ის კაის საიდს ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებაში ადანაშაულებს. საიდი პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს. 2021 წელს მან მთავრობა გადააყენა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა. ასევე, კაის საიდმა კონსტიტუცია შეცვალა, რითაც მისი უფლებამოსილება გაიზარდა.