ტულსი გაბარდი: აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ნატოსთან უფრო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილებას ცდილობს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი ცდილობს, ნატოსთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს.
გაბარდი „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის სრულად დაპყრობა და ევროპის იმ ნაწილის დაბრუნება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.
„არა, ეს ტყუილია და პროპაგანდაა, რომელსაც „როიტერი“ ნებაყოფლობით უჭერს მხარს ომის მომხრეების სახელით, რომლებსაც სურთ პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის ძირის გამოთხრა, რათა დაასრულონ ეს სისხლიანი ომი, რომელმაც ორივე მხრიდან მილიონზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია. სახიფათოა, რომ თქვენ ამ ცრუ ნარატივს ავრცელებთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დასაბლოკად და ხალხში ისტერიასა და შიშს აღვივებთ, რათა მათ ომის ესკალაციას დაუჭირონ მხარი, რაც ნატოსა და ევროკავშირს რეალურად სურთ, რათა შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ.
სიმართლე ის არის, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა პოლიტიკის შემქმნელებს, მათ შორის დემოკრატ წევრს, რომლის ციტირებასაც „როიტერი“ ახორციელებდა, აცნობა, რომ აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ნატოსთან უფრო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილებას ცდილობს. ის ასევე აფასებს, რომ როგორც ბოლო რამდენიმე წელია, ჩანს, რუსეთის საბრძოლო მოქმედებები მიუთითებს, რომ მას ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროპის დაპყრობაზე“, - წერს გაბარდი.
No, this is a lie and propaganda @Reuters is willingly pushing on behalf of warmongers who want to undermine President Trump’s tireless efforts to end this bloody war that has resulted in more than a million casualties on both sides.
— DNI Tulsi Gabbard (@DNIGabbard) December 20, 2025
Dangerously, you are promoting this false… https://t.co/7j0N2ZQlmg