„თუ მუსულმანი ქალების ტანისამოსი არ მოგწონთ, მაშინ ბელგია უნდა დატოვოთ“ - ბრიუსელის ერთ-ერთი რაიონის დეპუტატის გამონათქვამმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

ბრიუსელის ერთ-ერთი რაიონის, მოლემბეკის დეპუტატის, სალიჰა რაისის გამონათქვამმა იმის თაობაზე, რომ თუ ვინმეს მუსულმანი ქალების ტანისამოსი არ მოსწონს, ბელგია უნდა დატოვოს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ინფორმაციას rtl.be ავრცელებს.
„თუ თქვენ ასე გაწუხებთ ის ქალები, რომლებიც მუსულმანურ ტანისამოსში არიან გამოწყობილები, თუ ეს მოლენბეკში ხდება, მაშინ ქვეყნიდან უნდა წაეთრეთ“, - განაცხადა რაისმა მოლენბეკის მუნიციპალური საბჭოს სხდომაზე.
ბელგიელებთან ერთად, მუსულმანი დეპუტატის განცხადება ამერიკელმა მილიარდერმა, კომპანია Space X-ის ხელმძღვანელმა და დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ილონ მასკმა შეაფასა. „ბელგიელებმა ბელგია უნდა დატოვონ? ეს ხომ სიგიჟეა!“.
თავად სალიჰა რაისი ამბობს, რომ მისი განცხადება იმ დეპუტატებისადმი იყო მიმართული, რომლებმაც აშკარად რასისტული პოზიცია დაიკავეს და ამაზე მათი განცხადებებიც მიუთითებს.