„თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, უკან დავბრუნდები და საქმეს დავასრულებ“ - დონალდ ტრამპი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებით კვლავ დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაიმუქრა ირანის ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით, დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლების მცდელობის მიუხედავად.
„თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, მაშინ უკან დავბრუნდები და საქმეს დავასრულებ. თუმცა მათ აღდგენა სამუდამოდ დასჭირდებათ. უკვე მრავალი წელი სჭირდებათ აღდგენისთვის“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ს სატელეფონო ინტერვიუში.
„და თუ უკან დავბრუნდები და საქმეს დავასრულებ, როგორც ზოგიერთ ადამიანს სურს, ხიდებთან დაკავშირებით... ძალიან მარტივად დავასრულებ, მათი ხიდების უმეტესობას ერთ საათზე ნაკლებ დროში დავანგრევ“, - დასძინა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ასევე შეუძლია, ელექტროსადგურებიც ამოიღოს მიზანში.
„ყველაზე რთული ელექტროსადგურის აშენებაა. ყველაზე გრძელი რამ, რაც შეიძლება აშენდეს, ეს ხიდია“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის თავს არიდებს წყლის გამტკნარებელ ქარხნებზე თავდასხმას.
„და ვის ვავნებ იქ? ხალხს ვავნებ. ამიტომ ამის გაკეთებას არ ვაპირებ“, - დასძინა მან.