„თუ გსურს, რომ დაურეკო რუსეთს ლიდერს და სერიოზულად ესაუბრო, მაშინ დარეკე“ - ლავროვი მაკრონის განცხადებაზე
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, თუ ნამდვილად სურს სერიოზული საუბარი, უბრალოდ უნდა დაურეკოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი ყოველთვის უპასუხებს ზარს და მოისმენს ნებისმიერ წინადადებას.
„რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოდესმე დაურეკავდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ეს არასერიოზულია. ეს არის საცოდავი დიპლომატია. თუ გსურს, რომ დაურეკო და რამეზე სერიოზულად ესაუბრო, მაშინ დარეკე. რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის უპასუხებს ტელეფონს და მოისმენს ნებისმიერ წინადადებას, თუ საქმე სერიოზულ წინადადებებს ეხება“, - აცხადებს ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული წინადადებები „არ დარჩება კონკრეტული, პრაქტიკული პასუხის გარეშე“.