ცნობილმა მოჭადრაკემ იუდიტ პოლგარმა უარყო პეტერ მადიარის შეთავაზება უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შესახებ
უნგრელმა მოჭადრაკემ იუდიტ პოლგარმა განაცხადა, რომ არ მიიღებს პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის შეთავაზებას პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შესახებ. მის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.
მან მადლობა გადაუხადა მადიარს შეთავაზებისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო.
„თავს საკმარისად ძლიერად არ ვგრძნობ, რომ გაყოფილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა ავიღო, ამიტომ ამ თხოვნას ვერ მივიღებ“, - განაცხადა მან.
თავად მადიარი იუდიტ პოლგარის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლგარმა უარის შესახებ 20 ივლისს პირადი შეხვედრის დროს აცნობა.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მადლობას ვუხდი მას ამ წინადადების სერიოზულად მიღებისთვის! მადლობას ვუხდი იმ ღიაობისთვის, გულწრფელობისთვის და ღირსებისთვის, რომლითაც ის ამ სიტუაციას მიუდგა. ვწუხვარ, თუ ჩემმა ენთუზიაზმმა, სიხარულითა და უპირობო ნდობით გამოწვეულმა, განაპირობა კომუნიკაციის შეცდომები, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონია არსებულ სიტუაციასა და მის გადაწყვეტილებაზე. ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება“, - აღნიშნა მადიარმა.
მან მადლობა გადაუხადა პოლგარს წინადადების განხილვისთვის და იმისთვის, რაც მან უნგრელი ერისთვის გააკეთა.
Ma egyeztetést folytattam Polgár Judittal, Magyarország élő legendájával. Judit elmondta, hogy a kialakult körülményekre tekintettel nem vállalja a jelöltséget.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) July 20, 2026
Sajnálom, de tisztelettel tudomásul veszem a döntését.
Köszönöm neki, hogy komolyan vette a felkérést! Köszönöm a…