Loading data...
იტალიაში ნოემბერში გაფიცვების სერია იგეგმება

იტალია ნოემბერში დაგეგმილი გაფიცვების სერიისთვის ემზადება. გაფიცვებში მატარებლების, მეტროს, ავტობუსების და აეროპორტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ fanpage.it იუწყება.

გაფიცვების შედეგად გართულდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და ავიამიმოსვლა.

9 ნოემბერს იტალიაში მატარებლების, Italo-ს თანამშრომელთა გაფიცვა იგეგმება. ასევე, 9 ნოემბერს გენუაში AMT-ს მატარებლების გაფიცვაა დაგეგმილი.

11 ნოემბერს იტალიის ტელესაკომუნიკაციო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვაა დაგეგმილი.

13 მილანს მილანში ჩატარდება ATM-ის თანამშრომელთა გაფიცვა. შესაძლებელია მეტროს, ტრამვაის და ავტობუსების მუშაობაში შეფერხება.

13 ნოემბერს ვენეციაში ATVO-ს ავტობუსების კომპანიის თანამშრომელთა გაფიცვა იგეგმება.

14 ნოემბერს ბარიში საქალაქო ტრანსპორტის, AMTAB-ის გაფიცვა იგეგმება.

22 ნოემბერს ჩატარდება მილანის აეროპორტის თანამშრომელთა გაფიცვა. ასევე, ვენეციის აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვაა დაგეგმილი.

23 ნოემბერს იტალიის ენერგეტიკული და კომუნალური კომპანიის, Iren-ის თანამშრომელთა გაფიცვა ჩატარდება.

გაფიცვა შეეხება სკოლებსა და უნივერსიტეტებს, სახელმწიფო უწყებებს, ჯანდაცვას, სარკინიგზო ტრანსპორტს, საქალაქო ავტობუსებს ტრამვაის და მეტროს.