Loading data...
ცნობილი გახდა, ვინ წარადგენს უკრაინას ლონდონში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

ოთხშაბათს, 23 აპრილს, ლონდონში უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობით სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. 

მოლაპარაკებებზე, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იქნება. ამის შესახებ სააგენტო Suspilne პრეზიდენტის ოფისის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ასევე, უკრაინიდან ლონდონში მიემგზავრებიან თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა. დელეგაციაში, ასევე, იქნება პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა.