Loading data...
წყაროების ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური და თავდაცვის მინისტრი ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლნენ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური და ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე 28 თებერვლის დილას ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლნენ, - ამის შესახებ Reuters-ს ინფორმირებულმა სამმა წყარომ განუცხადა.

მანამდე ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმების შედეგად, სავარაუდოდ, პაკპური, ნასირზადე და ირანის დაზვერვის უფროსი დაიღუპნენ.

დღეს დილით განხორციელებული დარტყმების სამიზნე ირანის რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირი და სამხედრო მეთაური გახდა, მათ შორის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი. დარტყმების შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ განადგურდა ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად. თუმცა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ხამენეი ადგილზე.