1757062690
უცხოეთი
წყალში ჩაშვებიდან რამდენიმე წუთში თურქეთში ძვირადღირებული იახტა ჩაიძირა

თურქეთში უახლესი იახტა, რომელიც წყალში ჩაუშვეს, დაახლოებით 15 წუთში ჩაიძირა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
წყალში ჩაშვების შემდეგ 700 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ფეშენებელური იახტა, Dolce Vento გვერდზე დაიხარა, შემდეგ ამოტრიალდა და ჩაიძირა. იახტა სტამბოლში იყო აშენებული.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ჩაძირვის მომენტში იახტიდან ადამიანები ხტებიან. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა - კაპიტანმა, ორმა მეზღვაურმა და იახტის მფლობელმა წყალში ჩახტომა და გადარჩენა შეძლეს.
ინციდენტი ნაპირიდან დაახლოებით 200 მ-ში მოხდა.