Loading data...
წყალდიდობა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში და მზადება კიდევ ერთი შტორმისთვის - შტორმმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედია წერს, წყალდიდობის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. ათობით ადამიანი საგანგებო თავშესაფრებში გადაიყვანეს. ქვეყნის დასავლეთ რეგიონები კიდევ ერთი შტორმისთვის ემზადებიან.

„წყლის დონემ უპრეცედენტო დონემდე აიწია“, - განაცხადა ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პრეფექტმა ჟაკ ვიტკოვსკიმ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სამხრეთში ამინდი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ახალი შტორმი „ოსტინი“ უახლოვდება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის, Meteo France-ის ცნობით, შტორმი „ოსტინი“ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ძლიერ ქარსა და წვიმას გამოიწვევს.