Loading data...
წყალდიდობა პერუში - დატბორილია ქუჩები, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა

„პერუს დედაქალაქ ლიმაში ძლიერი წვიმებია, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია“, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.

ადიდებულმა წყალმა ლიმას რამდენიმე რაიონში საკანალიზაციო და წყალსადენი სისტემები დააზიანა. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, სკოლებში კი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.

ამასთან, დედაქალაქის სამხრეთით, წვიმის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე საავტომობილო გზა ჩაიკეტა.