Loading data...
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა.

Ipsos Talan-ის პროგნოზის მიხედვით, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ნაციონალური ხმების ყველაზე დიდი წილი -  34% დააგროვა.

მეორე ადგილზეა „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) ხმების 28,5%-ით.

ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი „ერთად“ მესამე ადგილზე გავიდა ხმების 20,5%-ით.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისაა ჩანიშნული.