Loading data...
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰეზბოლასთან“, სავარაუდოდ, ხვალ დილის 10 საათზე შევა ძალაში - The Times of Israel

უსაფრთხოების კაბინეტს ჯერ არ დაუმტკიცებია ცეცხლის შეწყვეტა ლიბანთან, - განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრის  ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა The Times of Israel-ს.

პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, კენჭისყრა სავარაუდოდ მალე ჩატარდება და ცეცხლის შეწყვეტა „ჰეზბოლასთან“, სავარაუდოდ, ხვალ დილის 10 საათზე შევა ძალაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი წარუდგენს კაბინეტს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მონახაზს და ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ლიბანში.