1772989755
უცხოეთი
„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობს, ვინ არის, საერთოდ არ მაინტერესებს“ - ტრამპი ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის მუქარაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის ალი ლარიჯანის მუქარას, რომ ის ახლო აღმოსავლეთში ომისთვის „ფასს გადაიხდის“.
„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობს, ვინ არის. საერთოდ არ მაინტერესებს“, - განუცხადა ტრამპმა CBS News-ს სატელეფონო ინტერვიუში და დასძინა, რომ ლარიჯანი „უკვე დამარცხდა“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება, სანამ თეირანი „უპირობოდ არ დანებდება“. მან ასევე განაცხადა, რომ ირანს მთელი ახლო აღმოსავლეთის ხელში ჩაგდება სურდა.